ზედა განთიადის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შემოქმედებითი აქტივობა და კლასში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო გარემო
11-01-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა მაია ცხადაძემ, პირველი სასწავლო სემესტრის მიწურულს, საკლასო ოთახი საახალწლო დეკორაციებით მორთეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნეს „ბუხარი“, დეკორაციებით გააფორმეს კლასი და სასკოლო საზოგადოებას ულამაზესი საახალწლო ზეიმი წარმოუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მოტივაციას.
საახალწლო ღონისძიებაში სიამოვნებით ჩაერთნენ მოსწავლეები, ბევრი იმხიარულეს და ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას მოუთმენლად ელიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს