რკვიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
11-01-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022 წელი ზეიმით გააცილეს და ახალ 2023 წელს საახალწლო ღონისძიებით შეხვდნენ.

მოსწავლეები ზეიმის სამზადისში აქტიურად ჩაერთნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო, მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამებით წარდგნენ. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს. ღონისძიებაში თოვლის ბაბუაც მონაწილეობდა, რომელმაც პატარებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და დღე გაალამაზა.

ღონისძიების მონაწილეებმა სადღესასწაულო გარემო შექმნეს და განწყობა იმ მყოფ თითოეულ ადამიანს აუმაღლეს. დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი და ხალისიანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203