ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
11-01-2023
ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, 2022 წელი საახალწლო ღონისძიებით დაასრულეს.

ღონისძიებას დამრიგებელი ლალი მიქაძე, ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა თანატოლებს, პედაგოგებსა და მშობლებს ზეიმით მიულოცეს ახალი, 2023 წელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საახალწლო ღონისძიების სამზადისში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და გამოავლინეს მათი შესაძლებლობები.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წარმოადგინეს საინტერესო მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები.

ღონისძიება ნაყოფიერი და საინტერესო იყო. განწყობა ამაღლებული მოსწავლეები, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას კიდევ უფრო მეტად მოტივირებულები ელიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203