საჩხერის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ- მუსიკალური ვიქტორინა გაიმართა
11-01-2023
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო აქტივობებითა თუ პროექტებით იყო დატვირთული. 

მათ, შორის გაიმართა ინტელექტუალურ- მუსიკალური ვიქტორინა. ერთმანეთს მეცხრე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდები დაუპირისპირდნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატრეს. 

გამარჯვებული გუნდის წევრები სტუმრად მიწვეულმა სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრ „ავენიუ N2“-ის ხელმძღვანელმა და მენეჯერმა სასაჩუქრე ვაუჩერებით დააჯილდოვეს, რისთვისაც მათ სკოლაში დიდ მადლობას უხდიან.

„კიდევ ერთი სასიამოვნო და საინტერესო სიახლეებით სავსე დღე სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203