გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
11-01-2023
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში, წლის ბოლოს, საქველმოქმედო აქცია მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოღმა არგვეთის სკოლის მოსწავლეებმა მოხუცებს, შობა-ახალი წელი წითელი ჯვრის ეგიდით მიულოცეს.

საველმოქმედო -„ერთი კანფეტის აქციის“ ფარგლებში, მოსწავლეებმა, მათივე გაღებული შეწირულობით შეძენილი ტკბილეული და შეგროვებული საოჯახო  ნუგბარი მოხუცთა თავშესაფარს გაუგზავნეს.

არსანიშნავია, რომ მოსწავლეები ასევე ეწვივნენ სოფლის უხუცეს ქალბატონს და სტუმრობით გაახარეს.

„მადლობას ვუხდით საჩხერის წითელი ჯვრის საზოგადოებას, ქალბატონ ქეთინო ფალავანდიშვილს და სკოლის დირექციას, დახმარებისთვის და საჩუქრების გადაცემისთვის… ბედნიერ შობა-ახალ წელს გილოცავთ დიდი სიყვარულით!“ - აღნიშნავს აქციის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203