ზღაპრული საახალწლო ღონისძიება ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში
11-01-2023
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯადოსნური საახალწლო განწყობა შეუქმნეს. 

პედაგოგებმა იზრუნეს, რომ მათ ახალი წელი დაუვწყარი მოგონებებით დაეწყოთ. გაიმართა ღონისძიება, რომელშც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, ახალ წელზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ღონისძიების მიმდინარეობისას პატარებს საჩუქრებიც გადაეცათ. გარდა ამისა, ბოლოს ოთახში „მოთოვა“ კიდეც, რა დროსაც მოსწავლეები სიმღერას - „თოვლის ფანტელებო“ ასრულებდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებსა და მათ პედაგოგ მირანდა ნანიკაშვილს მადლობას უხდიან. 

„საოცარი ბავშვები! დიდი მადლობა მირანდა მასწავლებელო (მირანდა ნანიკაშვილი) გვეიმედებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203