ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში, პედაგოგთა გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
11-01-2023
ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა, განხორციელდა არაერთი საინტერესო აქტივობა. 

სკოლაში აწსუ-სა და unicef-ის პროექტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ის წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულების მასწავლებლებმა - ნათელა დალაქიშვილმა, ინგა შალიკიანმა და ოლენა ჯანელიძემ დაგეგმეს. მათ კოლეგებს გააცნეს, თუ როგორ გამოიყენონ CK-12-ის პორტალის აქტივობები და სწავლის სტრატეგიები სასწავლო პროცესში.

შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, მის მიმდინარეობაში თითოეული პედაგოგი დიდი ინტერესით ჩაერთო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203