„პატარა კოსმონავტები“ - ტობანიერის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების წრის წევრებმა მუშაობა საინტერესოდ შეაჯამეს
11-01-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა მოსწავლეთა უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს.

სწორედ, ამ მიზნით, სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების წრე, სახელწოდებით - „პატარა კოსმონავტები“, ფუნქციონირებდა. წრის ხელძღვანელი, რომელშიც გაერთიანებულნი III კლასის მოსწავლეები იყვნენ  ლანა გოგოძე გახლდათ.

სკოლაში საწრეო მუშაობის დასკვნითი, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა „მკვლევრებმა“ პლანეტებზე და მათთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გასაგებად ისაუბრეს.

„არაფერი ჯობდა მოსწავლეთა მოსმენას“, - აღნიშნეს სკოლაში. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები დამსახურებული სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

სკოლა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს უამრავ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203