შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ილემის საჯარო სკოლაში
11-01-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი, 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს და ახალს საზეიმოდ შეეგებნენ. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და ბავშვებ​ს მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა შესთავაზეს. 

საახალწლო ღონისძიების სამზადისში მოსწავლეები დიდი მონდომებით და ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიება გაჯერებული იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით, მოსწავლეებმა გაითამაშეს სპექტაკლიც. 

ბავშვებმა ახალი წელი მასწავლებლებთან ერთად იზეიმეს და როგორც ერთმანეთს ისე მთელ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203