თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკობანაკში იმყოფებოდნენ
11-01-2023

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ეკობანაკი გაიმართა.

ეკობანაკიეკოკლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლების - ნატა დელბაშიშვილისა და ეკა ტაბატაძის, ინიციატივით, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში მოეწყო.

ბანაკი სახალისო აქტივობებით გაიხსნა - პირველ დღეს მოსწავლეებმა ბუნებაში შეასრულეს სახალისო „ენერჯაიზერები“, დაეუფლნენ მეორადი მასალით განსხვავებული ქსოვის ტექნიკას, დღე კი დაასრულეს მუსიკალურად: იცეკვეს და იმღერეს.

აღსანიშნავია, რომ ბანაკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

ეკობანაკის ერთ-ერთი მიზანი იყო გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203