„რა შეუძლიათ ლექსებს?“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
11-01-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები დიდი ინტერესით ასრულებენ. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც.

ზედა განთიადის საჯარო სკოლაში VII კლასმა და ქართული ენის პედაგოგმა ნინო ფარტენაძემ წარმოადგინა კომპლექსური დავალება თემაზე - „რა შეუძლიათ ლექსებს?“. 

მოსწავლეებისთვის დავალება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მეშვიდეკლასელებმა განმარტეს რა არის ლექსი, რამდენგვარია რითმა და მოიყვანეს რკალური, ჯვარედინი, მოსაზღვრე, ზუსტი და არაზუსტი რითმის მაგალითები სტროფების სახით. მათ ასევე მოისმინეს მურმან ჯინორიას წაკითხული ტერენტი გრანელის ლექსი - „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“, ბოლოს კი თავიანთი დაწერილი ლექსების პრეზენტაცია გამართეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203