თბილისის N174 სკოლის მოსწავლე ნუცა ბედინაშვილმა საჯარო გამოსვლის კონკურსში​ მეორე ადგილი დაიკავა
11-01-2023

თბილისის N174 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში იყვნენ ჩართულნი და წარმატებასაც აღწევდნენ. 

მათ შორის, სკოლის მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეები ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ BUG Talks-ის კონკურსში მონაწილეობდნენ. კონკურსი 17 დეკემბერს გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, 5-7 წუთის განმავლობაში, მათთვის აქტუალურ სოციალურ საკითხებზე ფართო აუდიტორიის წინაშე ესაუბრათ. თითოეულ გამომსვლელს მაქსიმალური პროფესიონალიზმითა და პასუხიმგებლობით ჰქონდა მომზადებული თავისი სიტყვა, რამაც განაპირობა თავად კონკურსის მაღალი ხარისხიც. 

მე-12 კლასის მოსწავლემ, ნუცა ბედინაშვილმა საჯარო გამოსვლის ინგლისურენოვან კონკურსზე სამეულში მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ ნუცას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203