ქუთაისის N19 სკოლის კლუბმა - „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“ სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი ორიგინალურად მიულოცა
11-01-2023
ქუათაისის N19 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ საზეიმო განწყობა იყო. სასკოლო საზოგადოების წევრები შობა-ახალ წელს ერთმანეთს ულოცავდნენ.
ტრადიცია არც სკოლის კლუბმა - „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“ დაარღვია. მათ 2023 წლის დადგომა ყველას სინჯარებსა და კოლბებში ჩასხმული ფერადი ქიმიური ნივთიერებებით მიულოცეს, ვიდეოს თან საახალწლო სიმღერაც ახლავს.
„ტრადიციულად კლუბი „ცეცხლოვანი ქიმიკოსები” გილოცავთ შობა-ახალწელს. გისურვებთ ფერად დღეთა სიმრავლეს, სიყვარულს და სიტკბოებას. იყავით მუდამ სადა, უბრალო და გულწრფელი“,- წერია კლუბის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს