„გენდერული თანასწორობა“- ქვედა საზანოს N3 და ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლების ერთობლივი კონფერენცია გაიმართა
11-01-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი განხორციელდა. 

მათ შორის, პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ფარგლებში ქვედა საზანოს N1 და ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლებს შორის კონფერენცია „გენდერული თანასწორობა“ გაიმართა. მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევრები და გენდერული თანასწორობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე საინტერესოდ ისაუბრეს. 

კონფერენციის ორგანიზატორები სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან ერთად, მეათე კლასის მოსწავლეებიც იყვნენ, რომლებმაც პროექტული სწავლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლეს (პროექტი „გენდერული მეინსტრიმინგისთვის“). 

გარდა ამისა, დაისახა სამომავლო გეგმები ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბსა და ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს შორის ერთობლივი პროეტების განხორციელების შესახებ.

კონფერენცია სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომლის პარტნიორი იმერეთში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგია”.
 
აღსანიშნავია, რომ სკოლის კლუბის მეურვეები თეა სამხარაძე და ინგა კუპატაძე არიან. 

„უღრმესი მადლობა კლუბის მეურვე ქალბატონ ინგა კუპატაძეს თანამშრომლობისთვის და ორივე სკოლის მოსწავლეებს აქტიურობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203