ხევაშენის საჯარო სკოლაში სემესტრი საახალწლო ზეიმით დაგვირგვინდა
11-01-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საახალწლო ზეიმით დაგვირგვინდა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათ ყველას საახალწლო განწყობა შეუქმნეს და დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.
„გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს