ზარიძეების საჯარო სკოლის პირველკლასელთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
11-01-2023
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ საზეიმო განწყობა იყო. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა ზეიმი მოაწყვეს, რომლის მიმდინარეობაშიც დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს - იმღერეს, იცეკვეს, სიტყვა წარმოთქვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათ ყველას საახალწლო განწყობა შეუქმნეს და დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.

„გილოცავთ, ულევი ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203