„მათემატიკის განვითარების ისტორია“- დიდი სმადის საჯარო სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
11-01-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი ძალიან ნაყოფიერად წარიმართა. 

მასწავლებელები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობდნენ. მათემატიკის პედაგოგმა, ელზა გვარამაძემ VIII-IX კლასის მოსწავლეებთან ერთად, კონფერენცია - „მათემატიკის განვითარების ისტორია“ ჩაატარა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონომებით ჩაერთო. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონფერენციის ბოლოს კი საინტერესო და სახალისო ამოცანები გაანალიზეს. 

აღნიშნული კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს მათემატიკის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაეგოთ, ცოდნა მეტად გაეღრმავებინათ და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაეკავშირებინათ. 

იხილეთ ფოტოები:
.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203