სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
11-01-2023

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და ახალი 2023 წლის დადგომა საახალწლო ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობისას, სასკოლო საზოგადოებას საზეიმო განწყობა აუმაღლეს და შობა-ახალი წელი მთელ საქართველოს მიულოცეს. მათ ზეიმზე მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს - ტრადიციულ სამოსში გამოწყობილებმა ქართული ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: დირექცია, მშობლები და მოსწავლეები.

სკოლის დირექცია საქართველოს მოსახლეობას სიყვარულით სავსე წელს უსურვებს.

„გისურვებთ, 2023 წელი ხვავით, ბარაქით, სიხარულით, სიყვარულითა და ბედნიერებით დატვირთული ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის. დაე, წყალობა, მშვიდობა და სასოება სუფევდეს მუდამ თქვენს გულებში“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203