ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
11-01-2023
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებებით დაგვირგვინდა.

ღონისძიება გაიმართა მე-4 და მე-6 კლასებშიც, მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საინტერესო ნომერები წარადგინეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს. 

მათ ყველას სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს. 2023 წელი იყოს მშვიდობის, სტაბილურობის, ბედნიერების, წინსვლის, ხვავისა და ბარაქის მომტანი. ყველას ვუსურვებთ საახალწლო სურვილების ასრულებას. ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით და ურთიერთსიყვარულით, ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203