მარტყოფის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს გრინჩი და თოვლის პაპა საჩუქრებით ეწვივნენ
11-01-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში შობა-ახალ წელს აქტივობები მიეძღვნა.
ეს პერიოდი პირველი კლასის მოსწავლეებს კლასის დამრიგებლებმა და მშობლებმა გაულამაზეს და დაუვიწყარ მოგონებად უქციეს. მათთან გრინჩი, ფიფქია და თოვლის პაპა საჩუქრებით მივიდნენ, რითაც პატარებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა დრო ძალიან სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და საჩუქრებისთვის მადლობა გადაიხადეს.