ოჟიოს საჯარო სკოლაში ახალ წელს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა
11-01-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში ახალი 2023 წლის შემობრძანება სხვადასხვა საინტერესო აქტივობით აღნიშნეს. 

მე-3 კლასში ინტელექტულაური ჩემპიონატი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. ახალი წელი სასკოლო საზოგადოებას პირველი (კლასის ხელმძღვანელი ლეილა გოგიშვილი) და მეორე კლასის მოსწავლეებმა მიულოცეს. 

ასევე, საინტერესო აქტივობებით მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეებიც გამოირჩეოდნენ. მათი პედაგოგები მეგი მაისურაძე და ლალი თვალიაშვილი არიან. 

ყველა აქტივობამ ნაყოფიერად, მხიარულად და სასიამოვნოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203