ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სემესტრი მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა
11-01-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს, სპექტაკლი გაითამაშეს და ლექსები წაიკითხეს. პედაგოგებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და ისინი სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

აღსანიშნავია, რომ განჯალის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203