იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი საახალწლო დეკორაციები შექმნეს
11-01-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

30 დეკემბერს, სკოლაში შთამბეჭდავი წარმოდგენა ჩატარდა, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ საახალწლო კონკურსს, რომელშიც V- XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა მათი ხელით შექმნილი საახალწლო დეკორაციები და ხელნაკეთი ხელოვნური ნაძვის ხეები გამოფინეს. გამოფენაზე საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. საუკეთესოდ 11- კლასის მოსწავლეთა ორიგინალური ნამუშევარი დასახელდა. მოსწავლეთა კლასის დამრიგებელი გოარ შაჰბაზიანი გახლავთ. 

მათი ნაძვის ხე ისევე, როგორც დანარჩენი ნამუშევრები შთამბეჭდავი სანახავია. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203