განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023 წელს საზეიმო ღონისძიებით შეეგებნენ
11-01-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი, 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს ახალს კი საზეიმოდ შეეგებნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და ბავშვები სახალისო აქტივობებში ჩართეს. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იზეიმეს, ბევრი იხალისეს და როგორც ერთმანეთს ისე მთელ სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ განჯალის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203