ელიტურ სკოლა „გორდას“ მოსწავლეებისთვის ყველასთვის საყვარელი საახალწლო გათამაშება მოეწყო
10-01-2023

ბათუმის ელიტურმა სკოლა „გორდას“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა 2022 წელი, ტრადიციულად, გათამაშებით - „საიდუმლო სანტა“, დაასრულეს.

მოსწალეებმა საღამო სასიამოვნოდ გაატარეს, ბევრ სახალისო თამასში მონაწილეობდნენ, იცეკვეს და იმღერეს, ახლა კი ხელდამშვენებულები და განწყობა ამაღლებულები ელიან ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას.  

„საიდუმლო ბოლომდე შევინახეთ და ჩვენთვის უცნობ ადრესატს, საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქარი, გულით გადავულოცეთ...

საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, ყველა დეტალში მშობლები ჩავრთეთ.

ერთობლივი სიყვარულით, ძველი წლის გასაყარსა და ახალი წლის მოლოდინში დიდებული ზეიმი გამოგვივიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203