ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეთა „საახალწლო ზღაპარი“ 
10-01-2023

ბათუმის N25 საჯარო სკოლაში, პირველი სასწავლო სემესტრი შთამბეჭდავი ღონისძიებით - „საახალწლო ზღაპარი“, დაგვირგვინდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ ღონისძიება ძალიან მრავალფეროვანი იყო, წარმოდგენას  მუსიკალურად აფორმებდა „Georgian Primo Baritone“.

მოსწავლეებმა შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ჰქონდათ როლური წარმოდგენები, სადაც საყვარელი პერსონაჟების კოსტიუმებით იყვნენ წარმოდგენილნი.

საახალწლო ღონისძიება წარმოუდგენელია თოვლის ბაბუის გარეშე, სასურველმა სტუმარმა მოსწავლეებს საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა. 

დამსწრე საზოგადოება ძალიან მოხიბლული დარჩა ღონისძიებით, პედაგოგებს და მოსწავლეებს ასეთი სანახაობისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203