ბათუმის კერძო სკოლაში - „თაობა“ საახალწლო მეჯლისი მოეწყო
10-01-2023

ბათუმის კერძო სკოლა „თაობის“ მოსწავლეებმა 2022 წელი საზეიმო ვითარებაში გააცილეს და ახალი 2023 წლის მობრძანებას ზღაპრული მეჯლისი მიუძღვნეს.  

საახალწლო მეჯლისში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები ლამაზ, სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და დამსწრე საზოგადოებას დასამახსოვრებელი დღე აჩუქეს.

მეჯლისის მონაწილეებმა საცეკვაო ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

სასკოლო გარემო ლამაზ ფერებში და საახალწლო დეკორაციებით იყო მორთული, რამაც იქ მყოფი საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

მოსწავლეებმა დღე გაალამაზეს და ეს დღე კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად აქციეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203