ბათუმის N28 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ჯადოსნური საახალწლო განწყობა შეუქმნეს
10-01-2023

ბათუმის N28 საჯარო სკოლაში, ხშირად ეწყობა მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიებები, წლის ბოლოს კი, დაწყებითი კლასების პედაგოგებმა მოსწავლეების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს.

მოსწავლეები, საახალწლო კოსტუმებში გამოწყობილნი, სადღესასწაულო ჟრიამულში დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

მოეწყო გასართობი აქტივობები, მოსწავლეებმა ბევრი იცეკვეს, იმღერეს. შეხვედრის ბოლოს კი გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სკოლაში კარგად იციან, რომ მოსწავლეების განწყობაზე ზრუნვა და მათი მოტივაციის ამაღლება, ყველა პედაგოგისთვის პრიორიტეტულ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, რადგან მათ გააქტიურებასა და განათლების დონის გაუმჯობესებას სწორედ ეს უზრუნველყობს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203