საერო სკოლა „ფარნავაზის“ მე-11 კლასის მოსწავლე ზურა ჯაფარიძემ პროგრამირების კურსი წარმატებით გაიარა
ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზს“ ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შედეგზე ორინეტირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.
მათ შორის ერთ-ერთი მე-11 კლასის მოსწავლე ზურა ჯაფარიძეა. მან ბათუმის ტექნოპარკის 2022 წლის ბოლო პროექტში გასაუბრება წარმატებით გაიარა და პროფესიას დაეუფლა.
პროექტი Tbilisi School of Communication ორგანიზებით განხორციელდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ბათუმის ტექნოპარკის 2022 წლის ბოლო პროექტში წარმატებით გავლილი გასაუბრების შემდეგ „ფარნავაზელმა" მეთერთმეტეკლასელმა - ზურა ჯაფარიძემ შეძლო და მიიღო უკვე პროფესია (დასაქმების შეთვაზებაც)..
წარმატებები მუდამ ზურა...
ასეთი ნაყოფიერი 2023 წელი გვქონოდეს „ფარნავაზში", სრულიად საქართველოში... მრავალჟამიერ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: