ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ფლეშმობი მოაწყვეს
10-01-2023

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი საინტერესო და სახალისო აქტივობით დაასრულეს. ბავშვებმა, ახალი 2023 წლის შემობრძანება განსხვავებული და სანახაობრივი ფლეშმობით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს და მთელ საქართველოს შობა- ახალი წელი მიულოცეს. ლამაზ ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამაოვლინეს - იცეკვეს, საახალწლო სიმღერები შეასრულეს, ბოლოს კი სურვილები ჩაუთქვეს და ბუშტები ცაში გაუშვეს.

დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო, როგორც მოსწავლეთათვის, ასევე იქ მყოფი საზოგადოებისთვისაც.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203