საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მესამეკლასელთა საახალწლო მეჯლისი
10-01-2023
ბოლნისის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, პირველ სემესტრში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება მოეწყო, წლის ბოლოს კი, მესამეკლასელებმა მრავალფეროვანი საახალწლო მეჯლისი წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წარმოადგინეს სხვადსხვა სახალისო თამაშები, გამოწყობილნი იყვნენ საზეიმო სამოსში, რამაც უფრო აამაღლა სადღესასწაულო განწყობა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სანახაობა აჩუქეს სასკოლო საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი ნინო მოდებაძე ხელმძღვანელობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს