ბორის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა
ხარაგაულის მუნციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლაში სასწავლ წლის პირველი სემესტრი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა.
მათ შორის, პირველი პროექტი ტოლერანტობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. გარდა ამისა, სკოლისთვის USAID-მა რესურსები შეიძინა, მოსწავლეებმა კი ხელნაკეთი აქსესუარები შექმნეს. მათი გაყიდვიდან მიღებული თანხით, მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველ პირებს საახალწლოდ პროდუქტები შეუძინეს.
აღსანიშნავია, რომ ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული მოტივაციითა და მონდომებით გამოირჩევიან.
ფოტო - „ჩემი ხარაგაულის“ Facebook გვერდიდან.