შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
10-01-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1-ელი სემესტრი წარმატებით დაასრულეს და 2023 წლის შემობრძანება ზეიმით აღნიშნეს.

მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა წლის ბოლოს საახალწლო ღონისძიება გამართეს და მთელ სკოლაში სადღესასწაულო გარემო შექმნეს.

ბავშვებმა ზეიმის მსველობისას შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლიეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.

როგორც სკოლში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ახალი წელი ფერად-ფერადი სურვილებით, ცეკვა-სიმღერით და სიყვარულით მიულოცეს მთელ საქართველოს.

ზეიმის მსვლელობისას ბავშვებმა ბევრი კეთილი სურვილები და საჩუქრები მიიღეს. ეს დღე ყველასთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
 
„მადლობა ბავშვებო, თქვენ ჩვენი საიმედო მომავალი ხართ“, - ასე მიმართავენ პედაგოგები მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203