დედოფლისწყაროს N1 სკოლის პედაგოგმა - ლეილა ფიროსმანაშვილმა, კოლეგებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა
10-01-2023
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში, პედაგოგები ინტერაქციულ შეხვედრებს ხშირად ატარებენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. მათ შორის აღსანიშნავია, პირველი სასწავლო სემესტრის ბოლოს დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ლეილა ფიროსმანაშვილის გამართული პრეზენტაცია.

პედაგოგმა პრეზენტაცია, თემაზე - „თხრობის უნარის განვითარების ხელშემწყობი აქტივობები სსსმ მოსწავლისთვის“ გააკეთა და კოლეგებს საინტერესო მეთოდები გაუზიარა.

შეხვედრა 2022 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა.

როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს, საგაკვეთილო პროცესში ლეილა ფიროსმანაშვილის მიერ წარმოდგენილი აქტივობების გამოყენება ხელს შეუწყობს სსსმ მოსწავლის თხრობის უნარის გაუმჯობესებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203