გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი ტური ტექნოპარკში
10-01-2023

გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სემესტრი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ პროექტებით. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ტექნიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, სწორედ ამ მიზნით, დეკემბერში, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

მოსწავლეები გურჯაანის ტექნოპარკს ესტუმრნენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების შესაძლებლობებზე.

მოსწავლეებისთვის დღე განსაკუთრებით შემეცნებითი აღმოჩნდა. ისინი ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დატვირთულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203