სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენა მოეწყო
10-01-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამჯერადაც, პედაგოგებმა ბავშვებს 1-ელი სემესტრის დასასრულს საინტერესო აქტივობა შესთავაზეს.

სკოლაში პირველკლასელთა მონაწილეობით, საახალწლო შემოქმედებითი სახის აქტივობა გაიმართა, რომელშიც მშობლებიც ჩაერთნენ.

სკოლაში ხელნაკეთი ნაძვის ხეების გამოფენა მოეწყო. ბავშვებმა ფანტაზიის გამოყენებით საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს, რომლებიც მშობლების დახმარებით შექმნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ნაძვის ხეები და საახალწლო დეკორაციები.

დღე ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო. ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203