„საახალწლო ზღაპარი“ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
10-01-2023
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, პირველი სემესტრის დასასრულს მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება - „საახალწლო ზღაპარი“ გაიმართა.

ღონისძიებაში III და VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ბავშვები გამოწყობილნი იყვნენ სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმებში.

დიდი მოწონება დაიმსახურა, შთამბეჭდავმა ქორეოგრაფიულმა ნომრებმა, რომელიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

დამსწრე საზოგადოება წარმოდგენით ძალიან ნასიამოვნები დარჩა.

მოსწავლეებს კი, წარმოდგენამ კიდევ უფრო მეტად აუმაღლა სადღესასწაულო განწყობა და გაუჩნდათ სურვილი, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უფრო აქტიურად ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203