ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება 
10-01-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში, 2023 წლის შემობრძანებას საახალწლო ღონისძიება მიეძღვნა.

სკოლა მოსწავლეებმა საზეიმოდ მოაწყვეს და საახალწლო გარემო შექმნეს. მათ ღონისძიების მსვლელობისას შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს - იცეკვეს, იმღერეს, საინტერესო სცენები გააითამაშეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით აავსეს. ბავშვები ზეიმზე ლამაზ სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილნი გამოვიდნენ, რამაც იქ მყოფი საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო აამააღლა. 

ღონისძიება ძალიან შთამეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო. ეს დღე მოსწავლეთათვის კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203