ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
10-01-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. 

მოსწავლეებისთვის სემესტრი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სკოლის შიდა ისე გარე ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევდნენ. 

მოსწავლეებმა სემესტრიც წარმატებით დააგვირგვინეს. სკოლის გუნდმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გამართულ ინტელექტუალურ კონკურსში - „რა? სად? როდის?“ 8 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„გუნდის მენტორ სოსო ნათელაშვილს, კაპიტან ლიზი თეთრაულს, მოთამაშეებს (ძმები - ცაბაურაშვილები, ქეთი შიოლაშვილი, ლუკა ტუქსიშვილი და დავით ბაინდურაშვილი) უდიდეს მადლობას ვუხდით სკოლის ღირსეულად წარმოჩენისათვის!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203