ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა დარბის ღვთისმშობლის ეკლესიის მაკეტი შექმნეს
10-01-2023

სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. 

სემესტრი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტივობებითა და პროექტებით. 

მათ შორის, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პროექტებით სწავლების ფარგლებში, ხელოვნების გაკვეთილზე (პედაგოგი მაია ოტიაშვილი) განახორციელეს პროექტი და შექმნეს სოფლის ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დარბის ღვთისმშობლის ეკლესიის მაკეტი.

პროექტზე მუშაობისას, მოსამზადებელ ეტაპზე, მოსწავლეებმა მოინახულეს ეკლესია, მოიძიეს და გაეცნენ ტაძრის შესახებ ინფორმაციას და განახორციელეს დაგეგმილი პროექტი.

„დარბის ღვთისმშობლის ტაძარი გვიანდელი XVII - XVIII საუკუნეების ძეგლია. ეკლესია სოფელ ზემო კაჭრეთის ტერიტორიაზეა, თუმცა ადრე იქ სოფელი დარბა იყო. ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და საკმაოდ მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. ეკლესიის მშენებლობისას გამოყენებულია რიყის ქვა, ხოლო 70%-ს ქართული აგური შეადგენს. 2022 წლიდან დარბის ღვთისმშობლის ეკლესია მოქმედი გახდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203