ჩანტლისყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს და სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს
10-01-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. 

მოეწყო საზეიმო ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაში სხვადასხვა კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ და მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს. 

მოსწავლეებს სკოლაში ახალ 2023 წელს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, სკოლის სახელით, გილოცავთ 2023 წელს! გისურვებთ ,რომ მომავალი წელი ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს! აგსრულებოდეთ თქვენი ლამაზი, კეთილი სურვილები და მხოლოდ ბედნიერი, ხალისიანი, ნათელი დღეები დაგბედებოდეთ“,- ვკითხულობს მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203