ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები საშობაო „ალილოს“ მსვლელობას შეუერთდნენ
10-01-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. ბავშვებმა საშობაო სიმღერა - „ალილო“ შეასრულეს.

სოფლის მოძღვრის კურთხევითა და თაოსნობით, ბავშვები ტრადიციული „ალილოს“ მსვლელობაში აქტიურად მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყებიან, ბავშვები „ალილოს“ გალობით უბან-უბან დადიოდნენ,  სოფელს შობის დღესასწაულს ახარებდნენ და შემოწირულობას აგროვებდნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შემოწირულობა გაჭირვეულ მოსახლეობას დაურიგდა, რამაც ისინი ძალიან გაახარა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეეების პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203