„ჯადოსნური ღამე​“ - ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო მიუზიკლი
10-01-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი, 2022 წელი ღონისძიებით გააცილეს და ახალს საზეიმოდ შეეგებნენ. 

სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას 2023 წელი საახალწლო მიუზიკლით - „ჯადოსნური ღამე“ მიულოცეს და აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი, მე-3 კლასის ხელმძღვანელი ნინო ბეგაშვილი გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს და მათ დამრიგებელს ზღაპრული წარმოდგენისთვის მადლობას უხდის, 

„ჩვენი სკოლა მადლობას უხდის მე-3 კლასის ბავშვებს, მასწავლებელს და მათ მშობლებს, ასეთი ლამაზი მიუზიკლის მომზადებისთვის და ულოცავს 2023 წელს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203