ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის თანამშრომლებმა საახალწლოდ ერთმანეთის გახარება ტრადიციად აქციეს
10-01-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ სადღესასწაული განწყობა სუფევდა.
უკვე მესამე წელია, რაც სკოლაში „სეკრეტ სანტას“ თამაში ტრადიციად აქციეს. თანამშრომლებმა ერთმანეთს საჩუქრები საზეიმოდ გადასცეს, გაახარეს და წარმატებული წელი უსურვეს.
„სეკრეტ სანტას“ თან სასიამოვნო ფუსფუსი ახლდა, ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„ამ დღეს მოუთმენლად ველით უკვე მესამე წელია ტრადიციად იქცა ერთმანეთის გახარება, ჩახუტება და სიყვარულის გაზიარება. ასეთი სიხარულით ვაცილებთ ძველ წელს და ახლისგან უამრავ საუკეთესო ამბებს მოველით, ულევი წარმატებების და წინსვლის წელი ყოფილიყოს ყველასთვის ჩემო საყვარელო ადამიანებო“,- წერს ერთ-ერთი პედაგოგი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს