კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
10-01-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ახალ, 2023 წელს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით შეეგებნენ.

მოსწავლეებმა ზღაპრული ზეიმი მოაწყვეს და საახალწლო გარემო შექმნეს. ბავშვები სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ და დამსწრე აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა საინტერესო ნომრები წარადგინეს. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და იქ მყოფნი დადებითი ემოციებით დამუხტეს.

ღონისძიებას მრავალფეროვნება და ინტერესი სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა შემატა, რომლებმაც ბავშვები გაახალისა.

მოსწავლეებს ზეიმის დასასრულს თოვლის ბაბუაც ესტუმრა, რომელმაც ბავშვებს ახალი წელი მიულოცა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203