სანავარდოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
10-01-2023
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეები აქტიურად ასრულებდნენ კომპლექსურ დავალებებსაც. მათ შორის, მეშვიდეკლასელებმა სამოქალაქო განათლებაში თემაზე - „ბულინგი სასკოლო გარემოში“ იმუშავეს. ისინი აქტივობებში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

შედეგად, მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს ბულინგის შესაძლო რისკები, საინტერესო თემატური სტატიები და ვიდეო-ანიმაციები განიხილეს. ასევე, კონფლიქტების თავიდან აცილების სხვადასხვა გზასა და საშუალებაზე ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203