საბუეს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
10-01-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა.
მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიებაც, რომელშიც I, II და III კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.