პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
10-01-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო აქტივობებით დაგვირგვინდა. 

აღსანიშნავია, პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. აქტივობები დამრიგებლების - თამარ როსტიაშვილის, მაია ჯავახიშვილის, ლელა როსტიაშვილისა და ლაურა ლოლაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203