ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გამართეს
10-01-2023
რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ საინტერესო აქტივობები გამართეს.
„კაწარეთის მეწარმეთა კლუბმა“ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა, რომელსაც XI კლასის მოსწავლეები ანი ჯიქიძე და მარიამ ნახუცრიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები წარადგინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საახალწლო განწყობაც შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა-გაყიდვამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ნივთების შეძენის მსურველიც ბევრი აღმოჩნდა. შემოსული თანხით კლუბის წევრები საჭირო მასალას შეიძენენ და მომავალი გამოფენისთვის მოემზადებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს