გომბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „პანდორა“, წევრებმა ცხოველთა უფლებების შესახებ საინტერესო პროექტი განახორციელეს
10-01-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტს დიდი მონდომებით ასრულებენ. 

სკოლის სამოქალაქო კლუბის - „პანდორა” წევრმა მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ცხოველთა უფლებების შესახებ დისტანციურად, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.

მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და სტატისტიკაც წარადგინეს. ისაუბრეს, თუ რატომაა აუცლებელი ცხოველთა უფლებების დაცვა. 

პროექტი შემდეგ 5 აქტივობას მოიცავდა: 

  • სტატისტიკური მაჩვენებელის წარდგენა;
  • პრობლემასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გაცნობა;
  • მოწოდებითი პოსტერების დამზადება; 
  • კონკურსი, თემაზე - პრობლემის გადაჭრა;
  • ფილმის ჩვენება დისკუსიით.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„თემის აქტუალურობა კიდევ ერთხელ გაააშკარავა ბოლოდროინდელმა ფაქტებმა ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203